საგნობრივი პროექტების კვირეული
4 ნოემბერი, 2026
ქართული ენისა და ლიტერატურის
კათედრის ორგანიზებით, V-XI კლასებში საგნობრივი პროექტების პრეზენტაციები გაიმართა.
მოსწავლეებმა
ლიტერატურული ნაწარმოებებისა და სხვადასხვა
თემატური საკითხის საფუძველზე იმუშავეს პროექტებზე, რომელთა თემები მოიცავდა:
V კლასი - „ოთხფეხა მეგობრები ლიტერატურაში“;
VI კლასი - „ამეტყველებული ბუნება“;
VII კლასი - „სამშობლო უპირველეს ყოვლისა“;
VIII
კლასი - „ადამიანი საკუთარი მეს ძიებაში“;
IX კლასი - „მოზარდთა ხვედრი საზოგადოებაში“;
X კლასი - „გმირი და ანტიგმირი ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში“;
XI კლასი - „საუკუნის სავიზიტო ბარათი - რომანტიზმი“.
პროექტების
ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, გააანალიზეს ლიტერატურული თემები და საკითხები,
იმსჯელეს ნაწარმოებებში ასახულ იდეებსა და პერსონაჟებზე









